სოფო კილაძე „გირჩზე“ - ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში, ბოროტად ხდება რელიგიის თავისუფლების გამოყენება

„გირჩს" არაერთხელ უთქვამს, რომ ეს არა რელიგია, არამედ გაშარჟებაა რელიგიური გრძნობების. ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში, ბოროტად ხდება რელიგიის თავისუფლების გამოყენება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოფო კილაძის აზრით, "გირჩის" ქმედებები ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას არ ემსახურება.

"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ვფიქრობ, აუცილებელია მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. მე არ მგონია, რომ ის ქმედებები, რასაც „გირჩი“ ეწევა ემსახურებოდეს იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავუბრუნოთ. რელიგიის თავისუფლება ხელშეუხებელია კონსტიტუციით , თუ, რა თქმა უნდა, ეს გულწრფელი რელიგიაა. თავად "გირჩს" არაერთხელ უთქვამს, რომ ეს არა რელიგია, არამედ გაშარჟებაა რელიგიური გრძნობების. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში ბოროტად ხდება გამოყენება რელიგიის თავისუფლების",-აცხადებს კილაძე.

ამასთან, კილაძის თქმით, რელიგიის თავისუფლების ჯგუფში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამაქალაქო კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, "გირჩი" არ არის წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება. „გირჩის“ საქმიანობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა