კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

„კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა“, - ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა