სოფიო ქაცარავა - უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პარლამენტში უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იანოშ ადერი შეხვედრის შემდეგ გაემართება საოკუპაციო ხაზთან, სადაც თვითონ გაეცნობა არსებულ ვითარებას.

,,ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ადასტურებს ჩვენს მჭიდრო და მეგობრულ თანამშრომლობას. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ შეხვედრის შემდეგ ის გაემართება საოკუპაციო ხაზთან, სადაც თვითონ გაეცნობა ვითარებას. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთის კონტრიბუცია და წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში არის ძალიან დიდი. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას უსაფრთხოების გამტკიცების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა ორმხრივი ურთიერთობის გამტკიცებაზე, მათ შორის, საპარლამენტო განზომილებაში.გავაცანით მიმდინარე რეფორმები და უნგრეთი თავისთავად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა