RTVI - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს თანამზრახველები სავარაუდოდ, ხანგოშვილისვე გარემოცვიდან ჰყავდა, რომლებიც დაკავებული არიან

ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს თანამზრახველები, სავარაუდოდ, ხანგოშვილისვე გარემოცვიდან ჰყავდა, რომლებიც დაკავებული არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას RTVI საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

RTVI-ს გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენლის რუბატი მიტსაევას სიტყვები მოჰყავს: „ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მეორე დღესვე მე მივიღე ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები შესაძლოა გარეულები იყვნენ მკვლელობაში. მაგრამ მე პოლიცია არ ვარ, არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ისინი გარეულები არიან. ეს პოლიციამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელიც და თანამზრახველებიც. ეს იყო ხანგოშვილის უახლოესი ადამიანი, რომელიც მის წრეში შედიოდა, რომელიც ინფორმატორის სიტყვებით, ძალიან ახლოს იყო მასთან და კარგი მეგობარი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ის მართლაც შეიძლება იყოს ამ რუსი აგენტის თანამზრახველი“, - აცხადებს მიტსაევა.

ბერლინის პროკურატურაში „RTVI“-ს ჯერჯერობით არც დაუდასტურეს და არც უარყვეს მკვლელის სავარაუდო თანამზრახველების დაკავების ფაქტი.

დაკავებულს პასპორტი აქვს ვადიმ სოკოლოვის სახელზე, თუმცა უცხოეთის პასპორტი, სავარაუდოდ, ყალბია. ის გაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივე ქვეგანყოფილების მიერ, რომელმაც გასცა პასპორტები სოლსბერის სკანდალური საქმის მონაწილეებზე „ГРУ“ -ს სავარაუდო აგენტებზე - ბოშიროვზე და პეტროვზე. ეჭვმიტანილი იარაღის გადაგდების მცდელობისას დააკავეს, ის ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო