მამუკა მდინარაძე - კატეგორიულად მიუღებელია არამხოლოდ პოლიციელის, არამედ მკვლელობაში მსჯავრდებული ნებისმიერი პირის შეწყალება

„კატეგორიულად მიუღებელია არამხოლოდ პოლიციელის, არამედ მკვლელობაში მსჯავრდებული ნებისმიერი პირის შეწყალება, მით უმეტეს თუ მას 12 წლიანი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 4 წელი აქვს გასული” - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების თაობაზე.

მდინარაძის თქმით, რადგან ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავისი განმარტება უნდა გააკეთოს.

,,კატეგორიულად მიუღებელია არამხოლოდ პოლიციელის, არამედ მკვლელობაში მსჯავრდებული ნებისმიერი პირის შეწყალება, მით უმეტეს თუ მას 12 წლიანი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 4 წელი აქვს გასული. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება, მისი საქმეა, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში, მაგრამ ამას მეორე მხარე გააჩნია და მე, როგორც პოლიტიკოსმა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი რამ ჩემთვის კატეგორიულად მოუღებელია. არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს პასუხი მოსთხოვოს რომელიმე უწყებამ, რომელიმე ინსტიტუტმა, რატომ გადაწყვიტა ასე. ალბათ, ჯობია დაველოდოთ განმარტებებს მისი ადმინისტრაციისგან. რადგან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ადმინისტრაციამ თავისი განმარტება უნდა გააკეთოს,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა