ნათია თურნავა - რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა

რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, ამას ცხადყოფს სტატისტიკაც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თურნავა ამბობს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია და სხვა ინდუსტრიების მსგავსად, ტურიზმი ასევე იქცა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ ძალად და კონტრიბუტორად.

„2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა იყო. წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასსუხისმგებლო, პოლიტიკური ძალების მიერ რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, დაკარგა ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ახლა ვუმკლავდებით. მთავრობა აქტიური ძალისხმევით და ანტიკრიზისული ღონისძიებებით დროულად ჩაერთო ამ პროცესებში და მოვახერხეთ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან დაზარალდა როგორც ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც. რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, ამას ცხადყოფს სტატისტიკაც“, - განაცხადა თურნავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა