მაია ცქიტიშვილი - ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემას

თვითმმართველობის მიერ სესხისა და გრანტების მიღება-გაცემის პროცედურების გამარტივებას ვგეგმავთ. მუნიციპალიტეტებს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენის, ისე საკანონმდებლო რეგულაციების და ადგილზე შესაბამისი ტექნიკური ბაზის გამართვაში ვეხმარებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ცქიტიშვილმა დეპუტატებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმდინარეობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის, სამინისტროს კოორდინაციითა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, მომზადდა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის კოორდინაციით ორივე დოკუმენტი განიხილა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა. სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, უახლოეს მომავალში დაიწყება კონკრეტული ქმედებების განხორციელება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იგეგმება მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

„ასევე, ვგეგმავთ თვითმმართველობის მიერ სესხისა და გრანტების მიღება-გაცემის პროცედურების გამარტივებას. ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენის, ისე საკანონმდებლო რეგულაციების და ადგილზე შესაბამისი ტექნიკური ბაზის გამართვაში. ვამუშავებთ ტურისტულად აქტიურ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის მართვის ახალ მოდელებს. თბილისის მერიის სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ვიწყებთ მუნიციპალიტეტებში დედაქალაქის მსგავსი ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის და შესაბამისად, მოქალაქეთა და ბიზნესის მომსახურების გამართული პროცედურების დანერგვას. პროექტი ჯერ 21 მუნიციალიტეტში დაიწყება და 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული ყველა პროექტი მიმართულია რეგიონების შესაძლებლობების განვითარებისკენ. ამიტომ, პროექტების დაგეგმვა ხდება და გაგრძელდება ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პარლამენტარებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში და უშუალოდ მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა