სიღნაღში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში სველი წერტილების და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ანაგის, საქობოს, მაღაროს, ნუკრიანის N2, ილიაწმინდის და ბოდბის სკოლებში რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო ვაქირის, სიღნაღის, ხირსის და ნუკრიანის N1 საჯარო სკოლებში სამუშაოები გრძელდება.

ახალ სასწავლო წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

„2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება დელეგირების წესით ადგილობრივ თვითმართველობას გადასცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო