რომან გოცირიძის ინფორმაციით, ბოიკოტის გამო, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობასთან“ მინისტრობის კანდიდატების  6 სექტემბერს ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართება

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის მიმართ ბოიკოტს განაგრძობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციის ფორმატში, რომელიც 6 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, არ გაიმართება.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არც საკომიტეტო მოსმენებში მიუღიათ მონაწილეობა. ამასთან, უცნობია, დაესწრებიან თუ და არა 8 სექტემბრის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობა დასამტკიცებლად გადის.

იხილეთ ვიდეო: ბოიკოტის გამო, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობასთან" მინისტრობის კანდიდატების 6 სექტემბერს ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა