პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“  მეორე ეტაპი იწყება

18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში რიგი ღონისძიებების გამართვაა დაგეგმილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება 6 სექტემბერს სოფლებში- ტყაია და რუხი, ასევე ზუგდიდში, სადაც მეცნიერები (ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია) ქართულ - აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ასევე, საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი. ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“ გაიმართება. ამასთან, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ზუგდიდში, მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური ბენდის „ნიუტონი“ მონაწილეობით გაიმართება, რომელსაც ზუგდიდში და მის შემოგარენში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებიც დაესწრებიან.

პროექტის პარტნიორები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომცემლობა „პალიტრა L“.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"