ლევან კობერიძე ივანე მაჭავარიანს - ნუ მებლატავებით და მომისმინეთ

ნუ მებლატავებით და მომისმინეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს შორის მაშინ მოხდა, როცა დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს ტელევიზიების ვალებთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა. ლევან კობერიძემ ივანე მაჭავარიანს რამდენჯერმე მოუწოდა, მის მიერ დასმული კითხვისთვის მოესმინა.

„მე მგონი, იმისთვის მოდიხართ, რომ მოგვისმინოთ. სხვა დეპუტატების კითხვის დროსაც ერთმანეთს ესაუბრებით. მე როცა გისვამთ კითხვას, მე უნდა მისმინოთ“,- მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატს მოუწოდა, კორექტულად მოქცეულიყო და პასუხებს დალოდებოდა.

„შეგიძლიათ დაელოდოთ როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ ახლა თქვენი შეკითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის.

მიიღებთ ამომწურავ პასუხს. რა სახით და როგორ, თქვენი საქმე არ არის“,- მიმართა მაჭავარიანმა კობერიძეს, რაზეც დეპუტატმა ივანე მაჭავარიანს შემდეგი თხოვნით - „ნუ მებლატავებით და მომისმინეთ“ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა