სასამართლომ პაატა ბურჭულაძის სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა პაატა ბურჭულაძის სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ, „ტვპირველის“ პირდაპირ ეთერში კობა დავითაშვილმა პაატა ბურჭულაძეს უპოვარი ბავშვების ფულის მოპარვა დააბრალა. მსოფლიო ბანმა მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ იქნება გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში და თუ საჭირო გახდება ევროპულ სასამართლოშიც. ეს განაჩენი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ პროცესი პოლიტიკურია და პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას ისახავს კვლავ მიზნად. კობა დავითაშვილის ყველა განცხადება და გამონათქვამი იყო აშკარა ცილისწამება და ჰქონდა ყველა სამართლებრივი ნიშანი ცილისწამების კვალიფიკაციის მისანიჭებლად, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ევროპის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად. მან ვერ წარმოადგინა მის მიერვე დაანონსებული მტკიცებულებებიც. აქვე შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 2 წლის ძიების მიუხედავად, ვერანაირი დარღვევა ან დანაშაული ვერ აღმოაჩინა ფონდ „იავნანაში“. საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული გარანტია „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“ (მუხლი 9) - მხოლოდ დეკლარაციად რჩება. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ არ დავნებდებით, გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებშიც და თუ საჭირო გახდება სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა