მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები - სტივენ ქეი, ვინსენტ ბერგერი და ზვიად კორძაძე დღეს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენცია 12.00 საათზე გაიმართება.

სტივენ ქეი არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. სტივენ ქეი ხელმძღვანელობს სამოცწლიანი გამოცდილების მქონე წამყვან ბრიტანულ იურიდიულ ფირმას „Bedford Row”. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი. წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი.

ვინსენტ ბერგერი არის ფრანგი ადვოკატი, ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.

ზვიად კორძაძე არის "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ