ლევან დავითაშვილი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი მიწის სწორად მართვაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვის მიზნით შეიქმნება.

„ალბათ ყველაფრის საფუძველი, როდესაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არის მიწის სწორად მართვა. შესაბამისად, აღსანიშნავია მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვისთვის ახალი კანონმდებლობა, რომლის შექმნაზეც პარლამენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა კომიტეტთან, მის თავმჯდომარესთან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონების შემუშავების პროცესში. აღნიშნული კანონების აღსრულებას სჭირდება ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე 2020 წლიდან შეიქმნება. ახალი უწყება ფუნდამენტურად შეცვლის მიწის რესურსის გამოყენებას, გაითვალიწინებს მის როგორც ეკონომიკურ, ისე გარემოსდაცვით ასპექტებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარებითვის სამელიორაციო პროექტებზე განხორციელების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დავიწყეთ სოლიდური თანხების ინვესტირება, იმისთვის, რომ საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა შეგვექმნა. დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები, იზრდება დრენირებული ფართობებიც. მიმდინარე წელს დაახლოებით 600 ჰა-მდე, ხოლო მომავალი წელს, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობის წყალუზრუნველყოფა იგეგმება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა