პაატა ბურჭულაძე - კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ სამართალი არ არსებობს

მეგობრებო, ჩვენი ცრუ და მავნებელი მთავრობა, ცოტა ხნის წინ, ვითომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და ცილისწამების ფაქტებით იყო შეშფოთებული. სინამდვილეში კი ყოველგვარ სიბინძურეს და დისკრედიტაციას არათუ გმობენ და ებრძვიან, პირიქით, სავარაუდოდ თავადაც იგონებენ და მათი სასამართლოს მიერაც ყოველი ასეთი ფაქტი წახალისებულია, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც იცით, დანაშაულის ჩადენა და უპოვარი ბავშვების ფულის მოპარვა დამაბრალეს, ცილისმწამებელი „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახლდათ, რა თქმა უნდა, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მაგრამ მოსამართლე კოპალიანმა ბოდიშიც კი არ დააკისრა. კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ სამართალი არ არსებობს, მმართველი პარტიის წევრებსა და დაახლოებულ პირებს შეუძლიათ ცილი დასწამონ და ნებისმიერი დანაშაული დააბრალონ ადამიანს პირდაპირ ეთერში და ყველას გასაგონად. შემდეგ საქმეში ჩართავენ მოსამართლე ირაკლი კოპალიანს და პრობლემებიც არ არსებობს“, - აცხადებს ბურჭულაძე.

მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა პაატა ბურჭულაძის სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ, „ტვპირველის“ პირდაპირ ეთერში კობა დავითაშვილმა პაატა ბურჭულაძეს უპოვარი ბავშვების ფულის მოპარვა დააბრალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო