მაია ცქიტიშვილი - არასწორია ამ კაბინეტის წარმოჩენა, როგორც დროებითის, მითუმეტეს, ისეთ კაბინეტად, რომელიც გიორგი გახარიას პატივს არ სცემს

მთავრობის ყველა წევრი, რომელიც წარდგენილი ჰყავს გიორგი გახარიას, არის პროფესიონალი და არასწორია ამ კაბინეტის წარმოჩენა, როგორც დროებითის, მითუმეტეს, ისეთ კაბინეტად, რომელიც გიორგი გახარიას პატივს არ სცემს,- ამის შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ყოფილი თანაგუნდელებისგან საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მინისტრი პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას არ დაემორჩილება და მას გავლენა არ ექნება.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის მიერ პოსტის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ამ გადაწყვეტილების მიზეზები დეტალურად განმარტა.

„სრულიად მიუღებელია ის პათოსი, რომლითაც ლევან კობერიძე საუბრობდა. როდესაც მამუკა ბახტაძის წასვლაზე ვსაუბრობთ არასასიამოვნოა ბატონი ლევანისგან, როგორც ყოფილი თანაგუნდელისგან ამ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს რაღაც პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე იყოს საქმე, რადგან მან თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა მის დროს. ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა ჩვენს ადგილთან დაკავშირებით პოლიტიკაში, მან ასე დაინახა საკუთარი მისია და დეტალურად ახსნა რატომ ტოვებს პრემიერის პოზიციას. რაც შეეხება მთავრობის წევრების ყოფნა არ ყოფნას, რამდენად დროებითი წევრები ვართ მინისტრთა კაბინეტის, სამწუხაროა, რომ ასეთ ჭრილში ხდება ამის წარმოჩენა. მთავრობის ყველა წევრი, რომელიც წარდგენილი ჰყავს გიორგი გახარიას არის პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი და არასწორია ამ კაბინეტის წარმოჩენა, როგორც დროებითი კაბინეტის, მითუმეტეს, ისეთ კაბინეტად, რომელიც არ სცემს გიორგი გახარიას პატივს ან მას არ ექნება გავლენა თავის მინისტრებზე. მე ვაპირებ 2020 წლის არჩევნებამდე ვიყო ამ პოზიციაზე“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა