ივანე მაჭავარიანი დღგ-ს ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეებზე ლევან კობერიძის კრიტიკის საპასუხოდ -  ბატონო ლევან, ამ საკითხზე თქვენი გაწიწმატების მაღალი ხარისხი ცოტა სხვა რამეს ხომ არ უკავშირდება?!

ბატონო ლევან, ამ საკითხზე თქვენი გაწიწმატების მაღალი ხარისხი ცოტა სხვა რამეს ხომ არ უკავშირდება?! - ლევან, კარგად დაიმახსოვრე, ზედმეტი არ მოგივიდეს და რაღაც არ შეგეშალოს, ამას სერიოზულად გეუბნები! - აღნიშნული რეპლიკა ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ლევან კობერიძის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, რაც ეს უკანასკნელი დღგ-ს ანგარიშფაქტურების გაყალბების ფაქტზე უწყების მწვავე კრიტიკით გამოვიდა.

ამასთან, მაჭავარიანმა დღგ-ს დაბრუნების სტატისტიკაზე ისაუბრა და ხაზგასმით განაცხადა, რომ დღგ-ს დაბრუნების მოდელი გამოვლენილ თაღლითობასთან არანაირ კავშირში არ არის.

“ყველაზე მეტი თაღლითობა მსოფლიოში სწორედ აქ ხდება და ასეთი თაღლითობა, რაც დღგ არსებობს, სულ არის. გამოიკვეთა სისხლის სამართლის ცხრა სქემა. 53 ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. 38 პატიმრობაში იმყოფება, რაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. დაახლოებით 100 მილიონი ლარის ოდენობის დღგ-ს იდენტიფიცირება მოხდა, რაც გაიყინა, გაკონტროლდა და რაზეც მოვახდინეთ რეაგირება. რაზეც რეაგირება ვერ მოვახდინეთ, ეს არის წელიწადნახევრის განმავლობაში 83 მილიონ ლარამდე თაღლითური გზით მითვისებული. მიდის სერიზული საგამოძიებო სამუშაოები. დაყადებულია დიდი ოდენობით უძრავ-მოძრავი ქონება. არ არსებობს არც ერთი პირი, ვისაც ხელს დავაფარებთ ან დავინდობთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა საკომიტეტო მოსმენისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს