ივანე მაჭავარიანი - საგადასახადო კუთხით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა

საგადასახადო კუთხით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით, 67 ათას გადამხდელს ჩამოეწერა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანებები, ჯამში 3,4 მილიარდი ლარის ოდენობით, სადაც ასევე შედიოდნენ ინდმეწარმეები.

„სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით. ერთ-ერთი იყო ის წლები, რომელიც საკმაოდ რთული იყო ბიზნესისთის. ვიცით, რომ ბევრი დაზარალდა, რადგან პრაქტიკულად ტერორდებოდა ბიზნესი. მეორე ფაქტორი იყო 2008 წლის ომი, ასევე, ბუნებრივია იყო თავად გადამხდელთა ბრალეულობა. სწორედ ამ მიზეზების გამო სახელმწიფომ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთხელ ისაუბრა გადახდისუუნარობის კანონის მიღების აუცილებლობაზე.

„ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან მოუქნელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლიდა კომპანიებს წასულიყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმით. დღეს ეს კანონმდებლობა პრაქტიკულად მზადაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხშირად თავის ვიწონებთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგით, სადაც ვართ მე-6 ადგილზე, მაგრამ დეტალებში რომ ჩავშალოთ ყველა მაჩვენებელი, ნახავთ რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა გვაქვს სწორედ გადახდისუნარიანობის კანონის არქონის გამო. ეს მნიშვნელოვანია როგორც პრატიკული მოსაზრებებით, ისე რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერების კუთხით. ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დოკუმენტი შევაჯერეთ საგადასახადო კუთხით და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის აუცილებლობაზე საუბრისას, ასევე, გასათვალისწინებელია მისი მეორე, უარყოფითი მხარეც.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს აქვს ნეგატუიური შედეგებიც, როგორიცაა საგადასახადო კულტურის დაბლა დაწევა და იმ კეთისინდისიერი გადამხდელის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, ვინც წლების განმავლობაში პატიოსნად იხდის. შესაბამისად, ამგვარი ტიპის ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა