მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე - ვერ გავიხსენებ ვერც ერთ პროექტს, რომელსაც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონია სახელმწიფოს მხრიდან

ვერ გავიხსენებ ვერცერთ პროექტს, რომელსაც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონია სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე აქვს ანაკლიის პროექტს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა გავიზიარეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პრობლემების გადალახვაში. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ველოდებით კონსორციუმის მხრიდან ინფორმაციას სტრატეგიული ინვესტორის შესახებ, ვინც ჩაანცვლებს კონტი ჯგუფს. პროექტიდან კონტი ჯგუფის გასვლის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც მათ მივმართეთ პროექტში უფრო აქტიური ჩართულობისკენ. გუშინ მედიით კონსორციუმის ქართველი დამფუძნებლებისგან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ ურთიერთობა ბრიტანულ და ამერიკულ ფონდებთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არანაკლებ იმავე დონის, გამოცდილებისა და ფინანსური რესურსის მქონე კომპანია შემოვა, რადგან სტრატეგიული ინვესტორის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, 15 ოქტომბერი არის ის ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობა ბანკებიდან ფულის ჩადების შესახებ და საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა