ირაკლი კოვზანაძე - მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური განცხადებებით, მთავრობა საქმეზეა ორიენტირებული

მინისტრობის კანდიდატების გამოსვლები საინტერესო და შინაარსიანი იყო. ჩემთვის, როგორც ეკონომისტისა და ფინანსისტისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო პოპულისტური განცხადებებით დახუნძლული და რომ მთავრობა საქმეზეა ორიენტირებული, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე პარლამენტარებმა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და ნდობა გამოუცხადეს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას, ამავე დროს, სახელისუფლებო პროგრამის მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი განვითარება და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის საინვესტიციო დონის BBB-/Baa3-მდე მიღწევა.

„მთავრობის დროულ ინციატივად მიმაჩნია ,,მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მომზადება და მიღება; ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების გაფართოვება-დახვეწა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გაგრძელება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკის ნაწილია ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და დაფინანსება, ასევე პრიორიტეტულია ანაკლიის პორტის მშენებლობა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა