აქცია „სირცხვილიას" წევრები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა, მათ პოლიცია შესვლის უფლებას არ აძლევს

„პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, შესვლას ითხოვენ აქცია "სირცხვილიას" წევრები, თუმცა მათ პარლამენტში შესვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენელმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლმენტში მათ შესვლა იმ მიზნით სურთ, რომ დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვან. მისივე თქმით, საშვი „სირცხვილიას" 10 წევრზეა დაშვებული და განუმარტეს, რომ საშვთა ბიუროს ხარვეზი აქვს და ამიტომ ვერ შევლენ.

ჭარხალაშვილის თქმით, თუ მათ პარლამენტში არ შეუშვებენ, შენობის შესასვლელებთან ე.წ . „სირცხვილის კორიდორს“ მოაწყობენ.

„გამივიძახოთ პროგრამისტი და ჩვენივე ხარჯებით გამოვუსწორებთ ხარვეზს. მოქალაქეებს გვაქვს უფლება და სურვილიც, რომ შევიდეთ პარლამენტში, იმისათვის,რომ პარლამენტის წევრებსა და პრემიერობის კანდიდატს კითხვები დავუსვათ", - განაცხადა ჭარხალაშვილმა.

აქცია "სირცხვილიას" წევრები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა მათ პოლიცია შესვლის უფლებას არ აძლევს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა