სალომე სამადაშვილი გახარიას - სურვილი არ მქონდა აქ მოვსულიყავი, მაგრამ გუშინ, ია კერზაიას შვილმა მთხოვა, მოვსულიყავი და მეკითხა - რატომ მოკალით მისი დედა?

სურვილი არ მქონდა აქ მოვსულიყავი, მაგრამ გუშინ, ია კერზაიას შვილმა მთხოვა, მოვსულიყავი და მეკითხა - რატომ მოკალით მისი დედა?! - ასე მიმართა პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, რომელსაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე უნდა მოუსმინონ.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ გახარაიას კითხვებს არა პარლამენტში, არამედ პროკურატურაში უნდა უსვამდნენ.

„სიმართლე გითხრათ, აქ მოსვლას არ ვგეგმავდი, იმიტომ რომ მკვლელებთან, ბატონო გიორგი გახარია, შეკითხვები არ უნდა ისმებოდეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. მკვლელებს იბარებს პროკურატურა გამოკითხვაზე. ბატონო გიორგი, თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ სწორედ ამ ფორამატში მოგიწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება, თუ რა თქმა უნდა, არ გაიქეცით მანამდე, თქვენს მეორე სამშობლოში, მაგრამ შესაძლებელია არ მიგიღონ იქ, შესაბამისმა ორგანოებმა შეუსრულებელი დაპირებების გამო, როდესაც გაგყრით ქართველი ხალხი აქედან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ეს ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია“, რადგან ხელისუფლება სწორედ ბოლო ჟამის დროს წარადგენს ხოლმე გახარაისნაირ კანდიდატებს მინისტრობის პოსტზე.

„მე იძულებული გავხდი, რომ მოვსულიყავი და თქვენთვის შემეხედა. არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ გუშინ ია კერზაიას, თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა მთხოვა მოვსულიყავი აქ , თქვენთვის ჩამეხედა თვალებში და მეკითხა - რატომ მოკალით მისი დედა - ია კერზაია. ქალის, რომლის საქმეც თქვენ დახურეთ და გამოაცხადეთ, რომ ის არ არის მსხვერპლი. მე მოვედი ამ ხალხის სახელით, თქვენგან თვალებდათხრილი და გაუბედურებული ადამიანების სახელით. როგორ ბედავთ, რომ მოდიხართ საქართველოს პარლამენტში და თავს წარუდგენთ მათ პრემიერად. ხალხს, რომელიც სკანდირებს, რომ გახარიას უხარია ბავშვებს რომ თვალებს თხრიან. როცა უნდა მოგეხადათ ძალიან დიდი ბოდიში ხალხისთვის და წასულიყავით, ამის ნაცვლად აქ მოდიხართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში და უნდა მოგისმინოთ?! რა შეკითხვები შეიძლება გვქონდეს თქვენთან?! ეს ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია, იმიტომ რომ ბოლო ჟამი რომ დგება ხელისუფლების ცხოვრებაში, თვენნაირ ადამიანებს მაშინ წამოწევენ ხოლმე წინ და პრემიერ-მინისტრის რანგს შესთავაზებენ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს