“ნაცმოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, 20 ივნისის დროს დაზარალებულ მაკო გომურზე დაშვებულია პარლამენტში შესასვლელი საშვი,თუმცა მას პარლამენტში არ უშვებენ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურზე დაშვებულია პარლამენტში შესასვლელი საშვი, მაგრამ მას პარლამენტში არ უშვებენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას სთხოვენ პასუხს კითხვაზე, აქვს თუ არა გომურს უფლება იმყოფებოდეს პარლამენტის შენობაში და ესწრებოდეს მიმდინარე განხილვას.

“მინდა ბიძინა ივანიშვილის მონებს - ბატონ არჩილ თალაკვაძეს და მის მოადგილე თამარ ჩუგოშვილს შევახსენო, რომ პარლამენტი და საპარლამენტო მანდატები ქართველ ხალხს ეკუთვნის. ხალხს კონსტიტუციითა და რეგლამენტით აქვს უფლება ესწრებოდეს საჯარო განხილვას პარლამენტის შენობაში. ახლა პარლამენტი რომ ჩაკეტეთ და არ უშვებთ თვალებდათხრილ გოგოს, აქვს თუ არა უფლება მას იყოს პარლამენტში და დღევანდელ განხილვას მოუსმინოს?!“, - მიმართა გიორგი გახარიას დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა