ადვოკატი - ხაზარაძე და ჯაფარიძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაობენ, აღნიშნული საქმე "თიბისის" მიმართ შეწყდა, მაგრამ ისინი დავას აგრძელებდნენ

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არსებული საქმის წარმოება საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, რაც მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მას იმედი არ აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

"გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რომელსაც ჩვენვე ვაწარმოებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე "თიბისი ბანკის" მიმართ შეწყდა, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებდნენ დავას. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, თითქოსდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ ვერანაირი დაფინანსება მას და მისი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მიეღოთ, ასეთი აკრძალვა თითქოსდა არ ლახავს მათ უფლებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საბოლოოა. იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან და არამარტო ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა