სალომე სამადაშვილი - გახარიამ 10 წლის წინანდელ ამბებზე დაიწყო საუბარი - მას არაფერი აქვს სათქმელი თვალებდათხრილი ადამიანებისთვის

„გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მასთან ფრაქციას არანაირი კითხვები აღარ აქვს,“ -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფრაქციის წევრები საჭროდ აღარ მიიჩნევენ სხდომის გაგრძელებას და პარლამენტის გარე პერიმეტრზე მიმდინარე აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ სხდომის ჩატარება, რომელიც პრემიერ მინისტრობის კანდიდატურის მოსასმენად მიმდინარეობდა იმიტომ, რომ ერთი რამ არის ნათელი - ამ ხალხს არაფერი არ აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის; არაფერი არ აქვს სათქმელი თვალებდათხრილი ადამიანებისთვის და აქციის მონაწილეებისთვის. შესაბამისად, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, აქტუალური აღარ იყო ამ სხდომის ჩატარება. ბატონმა გახარიან 10 წლის წინანდელ ამბებზე დაიწყო საუბარი იმის ნაცვლად, რომ რაიმე ახალი ეთქვა ქართული საოგადოებისთვის, რომელიც პასუხს მოელის იმ დანაშაულზე, რომლის ავტორიც ის არის. გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მასთან ფრაქციას არანაირი კითხვები აღარ აქვს,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა