გია ვოლსკი - აქციაზე 10 ადამიანი დგას და ხმაურით გამოხატავს საკუთარ პოზიციას - იგივე იყო ჩაფიქრებული პარლამენტის შენობაში შემოსვლის შემთხვევაშიც

„აქციაზე 10 ადამიანი დგას და საკმაოდ დიდი ხმაურით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. იგივე იყო ჩაფიქრებული პარლამენტის შენობაში შემოსვლის შემთხვევაშიც,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. აქედან გამომდინარე, ვოლსკის თქმით, პარლამენტის ხელმძღვანელობამ დესტრუქციის თავიდან ასაცილებლად, მათი პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება მიიღო.

„არავითარი ნიშნის მოგებით, სრული გულწრფელობით გეუბნებით, აქციაზე 10 ადამიანი დგას და საკმაოდ დიდი ხმაურით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. იგივე იყო ჩაფიქრებული პარლამენტის შენობაში შემოსვლის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვა დესტრუქცია. ჩვენ მოველოდით, რომ მწვავე შეკითხვებიც იქნებოდა და მოველოდით საკმაოდ ამომწურავ პასუხებს. სამწუხაროდ, ეს არ შედგა. გარდა ამისა, არ დაიჯეროთ, რომ მხოლოდ ამ ათი ადამიანის მომართვა იყო პარლამენტში დაშვებაზე. ათასობით ადამიანი თხოულობს პარლამენტში შემოშვებას საშვებით, ოფიციალურად მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრეტენზიებს გამოთქვამს მინისტრობის კანიდიდატების მიმართ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა