ნიკა გვარამია - დღეს დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, ახალი ბრალი უნდა წამიყენონ - რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ახალი ბრალის წაყენებას ეხმაურება.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, „მთავარი არხი“ ეთერში მაინც გავა.

“დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.

რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში“.

„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიასა და ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას და ინტერმედიას ხელმძღვანელის მიმართაც გამოტანილია ბრალდების დადგენილება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა