ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი - ბანკმა ძალიან დიდი ზარალი განიცადა, მისი რეპუტაცია შეილახა, ისევე, როგორც მისი მმართველების, მათ ჯარიმები დააკისრეს

სამართლიანი მიდგომები დამაკლდა ამ პროცედურაში ბანკის მმართველების მიმართ, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უცხოელმა ადვოკატმა ვინსენტ ბერგერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღებას იმსახურებს. მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხი საინტერესოა ბევრი ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ფინანსურ სექტორში მუშაობს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები დამიკავშირდნენ, რათა ნათელი მოგვეფინა იმ საქმისთვის, რომელიც მას აწუხებს უკვე წელიწადზე მეტია. ჩემი როლი ამ საქმეში იქნება და დაიწყო უკვე ამ როლის შესრულება ის, რომ შევამოწმო, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი მმართველის პოზიციები შეესაბამება თუ არა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დებულებებს, რომლებიც გარანტირებს თანასწორი და სამართლიანი პროცესის უფლებებს“, - განაცხადა ვინსენტ ბერგერმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებით აკვირვებს ის, რომ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს იხსენებენ.

„დამაკლდა სამართლიანი მიდგომები ამ პროცედურაში ბანკის მმართველების მიმართ. სწორედ ამ შეცდომებმა გამოსწორება ვერ ჰპოვეს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, არც თბილისის სასამართლოს მხრიდან, არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. ბანკმა ძალიან დიდი ზარალი განიცადა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ქმედებების გამო. მისი რეპუტაცია შეილახა ისევე, როგორც მისი მმართველების. გარდა ამისა, მათ დააკისრეს ჯარიმები, ასევე აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ მმართველთა ადმინისტრაციული საბჭოდან. შესაბამისად, ამ ელემენტებზე დაყრდნობით, მომავალში ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საქმეს და სტრასბურგის სასამართლოს საქმიანობა იქნება, რომ განიხილოს ეს პირველი ფაზა“ , - განაცხადა ვინსენტ ბერგერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო