მამუკა მდინარაძე - ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა  სრული მარაზმია

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების, ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი კი არა, სრული მარაზმია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის შეწყვეტის შეფასებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არათანმიმდევრულად იქცეოდა სხდომაზე და სხდომის შეწყვეტაც მიუთითებს, რომ მათ პროვოკაციის მოწყობა სურდათ. მდინარაძის თქმით, მათი მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარაზმია.

"ნახეთ არათანმიმდევრულობა: გუშინ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და არ მოვიდოდნენ პარლამენტში. შეცვალეს გადაწყვეტილება - თურმე რისთვის, ხომ დადასტურდა და შევხედეთ, იმისთვის, რომ მოეწყოთ რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ კიდევ ერთი ძალიან ბინძური ტყუილი. ადამიანები, ვინც ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ახლა ვითომ დაინტერესებულები არიან მათი ბედით. მათი ბედი ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაშლა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და თანამედროვე სამყაროში ამაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს, ეს არ არის საფუძველი, რომ არ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე. პირიქით, მთელი ცხოვრება მათზე, მათ შორის მაკო გომურზე უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი მორალური პასუხისმგებლობა. მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ზრუნვა, ადამიანების ქუჩაში მკვლელების ზრუნვა, ძალიან დიდი ბოდიში, რომ მიწევს ამის გამეორება, მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სირცხვილი, კი არა, სრული მარაზმი", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა