სალომე სამადაშვილი - გახარიამ თვითაღიარებითი ჩვენებით აცნობა საზოგადოებას, რომ მისი, როგორც პრემიერის მისია, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაა

გახარიამ თვითაღიარებითი ჩვენებით აცნობა საზოგადოებას, რომ მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მისია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და დევნაა, - ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის მითითება ივანიშვილისგან მოდის და ეს მითითება ოპოზიციასთან ანგარიშსწორებაა.

„ძალიან კარგად ვხედავთ, რომ უმრავლესობას, რომელიც აფორმებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას, არაფერი აქვს საერთო არც ქართველ ხალხთან, არც მის ნებასთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი არ არის მათთვის საინტერესო. ისინი იღებენ მითითებებს მხოლოდ ერთი ადამიანისგან და მისი მითითებაა, რომ გახარია უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, დღეს როგორც დადასტურდა, ერთადერთი მისიით - ეს არის პოლიტიკურ ოპოზიციასთან ანგარიშსწორება და მისი განადგურება. ისინი ამ დაკვეთას შეასრულებენ. თუმცა ეს რეალობა დასრულდება ძალიან ცუდად მათთვის და ყველა, ვინც ხელს აუწევს გახარიას მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში, უბრალოდ დააჩქარებს სვლას პოლიტიკური უფსკრულისკენ ბიძინა ივანიშვილთან და გახარიასთან ერთად", - განაცხადა სამადაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვას მაკო გომურთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების ეშინია.

"გასულ დღეებში თალაკვაძისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით პარლამენტი ჩაკეტილია საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეების, მათ შორის მაკო გომურის სახელზე არის დაშვებული საშვები და მათ არ ეძლევათ პარლამენტში შემოსვლის შესაძლებლობა. გიორგი გახარიას ვკითხე, აქვს თუ არა უფლება მაკო გომურს, ესწრებოდეს სხდომას. ამაზე პასუხად გახარიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაასრულებს. ეს არის ხელისუფლების პასუხი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოქალაქეების. გახარიამ თვითაღიარებითი ჩვენებით აცნობა საზოგადოებას, რომ მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მისია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და დევნაა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს