გიორგი გახარიამ ირმა ნადირაშვილს არალეტალური ტყვია მიუტანა, ბობოხიძის რეპლიკის საპასუხოდ კი, დეპუტატს „ხულიგანი“ უწოდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ირმა ნადირაშვილს პოლიციის შეიარაღებაში არსებული არალეტალური ტყვია მიუტანა. ნადირაშვილი გახარიას ეკითხებოდა, იყო თუ არა მისი ბრძანებით გამოყენებული ის სპეციალური საშუალებები, მათ შორის ტყვიები, რომლებიც პოლიციამ 20-21 ივნისს გამოიყენა. გახარიამ ნადირაშვილს შესაბამისი ტყვია მიუტანა და განუცხადა, რომ „ახლა შეუძლია შეადაროს, რა არის შეიარაღებაში“.

გახარიას ამ ქმედებას დარბაზში მყოფი „ევროპული საქართველოს“ სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ. აკაკი ბობოხიძემ გახარიას შესთავაზა რომ აღნიშნული ტყვია ესროლათ.

„ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი“, - მიმართა გახარიას ბობოხიძემ.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბობოხიძეს „ხულიგანი“ უწოდა.

„სიამოვნებით ოღონდ დარბაზში არა. ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, - აღნიშნა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)