განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ აბიტურიენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, 2019 წლის აბიტურიენტების 2% ვერ მოხვდა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში მინიმალური ბარიერი გადალახეს.

აქციის მონაწილეები, ასევე, აღნიშნავდნენ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და არ აირჩიეს ის უნივერსიტეტები, რომლებშიც ეყოფოდათ ქულები, თუმცა, განათლების სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რომ მათთვის მეორე შანსი მიეცათ.

“იმ ფაქტს არავინ უარყოფს, რომ აბიტურიენტებმა, ვინც ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, დავუშვით შეცდომა და არ ავირჩიეთ ის უნივერსიტეტები, სადაც გვეყოფოდა ქულები, მაგრამ ჩვენ უბრალიდ ის გვინდა, რომ განათლების მინისტრმა მოგვცეს იმის შანსი, რომ გავაგრძელოთ სწავლა იმ უნივერსიტეტებში, რომლებშიც გვეყოფა ჩვენი ქულები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ყველამ გადავლახეთ ბარიერები, ერთი და ორი ქულით არა, 10-15 ქულით და არ გვაქვს მინიმალური ქულა აღებული და ყველა აბიტურიენტს აქვს უსამართლობის განცდა. ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ განათლება და განათლების მიღება თუ ქვეყანაში ასე გართულდა და თუ ქვეყანა ახალ თაობას არ შეუწყობს ხელს, რომ განათლება მივიღოთ, დავშალოთ მაშინ საერთოდ სახელმწიფო”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე შეხვდა, თუმცა მონაწილეების პროტესტი არ დაკმაყოფილდა.

“ისინი არიან აბიტურიენტები, ვინც ისეთ პროგრამებზე გააკეთეს განაცხადი, სადაც მაღალი კონკურსი იყო. შესაბამისად, მართლაც მაღალი მოსწრების აბიტურიენტები არიან, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ კონკურსში ვერ გაიმარჯვეს და შესაბამისად, თავიანთ სასურველ პროგრამებზე ვერ ჩაირიცხნენ. ეს სამწუხაროდ, ყოველ წელს ასეა, როდესაც გვინდა პრესტიჟულ პროგრამაზე მიხვედრა და სხვა პროგრამებს არ განვიხილავთ, ხდება ისე, რომ უნივერსიტეტის გარეთ ვრჩებით. აბიტურიენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი არჩევანი და ამისთვის საინფორმაციო კამპანიაც ვაწარმოეთ, გარდა ამისა, აუცილებელია ვთქვათ, რომ 6 თვის მანძილზე ჰქონდათ საშუალება შეეცვალათ და დაემატებინათ პროგრამები. მას შემდეგ, რაც სულ საბოლოო შედეგები გაიგეს, უკვე სამი დღე ქონდათ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ენახათ რამხელა კონკურსია იმ პროგრამაზე, რომელც მონიშნეს და როგორია მათი ქულები. თავიანთი შანსები კიდევ ერთხელ შეაფასებინათ. სამწუხაროდ, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ამ აბიტურიენტებმა არ გააკეთეს სხვა არჩევანი და მივედით აქამდე”,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო