გიორგი გახარია - დავრწმუნდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ფილიალი "ევროპული საქართველო" ერთი ჯგუფია - თქვენ წარმოგიდგენიათ, ხვალ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში?

დავრწმუნდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ფილიალი "ევროპული საქართველო" ერთი ჯგუფია, ტყუილებით ცდილობენ პოზიციების გამყარებას - თქვენ წარმოგიდგენიათ, ხვალ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა.

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" დეპუტატები არ იძლეოდნენ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებას და ამასთან, სხდომა გაურკვეველ ფორმატში ჩატარდა.

"დღეს მეორე შეხვედრაა და ფაქტია, რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. "ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა, "ევროპულმა საქართველომ" უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის და უბრალოდ, ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ, ეს ძალზედ გასაკვირი ფორმატია. საერთოდ, დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა", მათი ფილიალი, "ევროპული საქართველო", არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ. პრობლემაა კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიციაა, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. და რაც მთავარია, მიკროფონის ხელში ჩაგდებით არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხვალ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედია თავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ, ტელემაყურებლები ნახავენ, რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი", - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს