აკაკი ბობოხიძე - გიორგი გახარიას ძლევამოსილებაზე საუბარი   მხოლოდ მითია და მეტი არაფერი - გამაგებინეთ, სად ჩანს ამ კაცის სერიოზულობა?

გიორგი გახარიას ძლევამოსილებაზე და მასზე, როგორც ძლიერ ფიგურაზე საუბარი, მცდარია, ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი - გამაგებინეთ, სად ჩანს ამ კაცის სერიოზულობა?! - ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მოუსმინეს.

“ამ კაცის გარეგნობის, სიმაღლის, რეინჯერული მიხვრა-მოხვრების გამო მითები იქმნება. მოდი ვნახოთ და შევაფასოთ, ამ კაცის როგორც პოლიტიკოსის მოქმედება. სად მოღვაწეობდა ის? მისი პირველი გამოჩენა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე იყო. ამ კაცმა რამეთი დაგვამახსოვრა თავი?! - არაფრით, გარდა იმისა, რომ როგორც წლების მერე გაირკვა, ერთ უკანონო, კრიმინალურ გარჩევაში, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი, ისე მონაწილეობდა. როცა ქურდებს იმისთვის აპატიმრებთ, რომ ბიზნესმენებს საქმეებს ურჩევენ, რატომ არ აპატიმრებთ ბატონ ბიძინას, როცა ის ბიზნესმენებს იბარებს და საქმეს ურჩევს?

ამის შემდეგ ბატონი გახარია არის ეკონომიკის მინისტრი. ვინმეს ამ კაცისგან რაიმე იდეა ან რაიმე წარმატება იმ მოკლევადიან მინისტრობაში ახსოვს? - არა!

ამის შემდეგ ის შს მინისტრი ხდება. პირველად მითი იმის შესახებ, რომ ეს კაცი სერიოზული კაცია, “ბასიანის“ ოპერაციის შემდეგ შეიქმნა, როდესაც მართლაც და საქართველოს ისტორიაში პირველად, დაშვებული შეცდომის შემდეგ, მინისტრს გამბედაობა ეყო ბოდიში მოეხადა და ეთქვა, რომ შეეშალა. მაგრამ ბატონ გახარიას ეს შეცდომები ჩვევად ექცა. შეიძლება შეგეშალოს ერთხელ და თქვა, რომ შეგეშალა, მაგრამ ამის შემდეგ შეცდომების კასკადი გვაქვს - გაგახსენებთ “ნესკრას“ მშენებლობის გამო სვანეთში შეყვანილ სპეცრაზმს და შემდეგ იქედან სამარცხვინოდ გამობუნძულებულს. მეორე შემთხვევა იყო, როცა სპეცრაზმი პანკისის ხეობაში შეიყვანეს და უკან წამოსვლის სამარცხვინო გამართლება თქვეს: - არ ველოდით, არ ვიცოდით ხალხი თუ აღშფოთებული იყოო. სპეცრაზმი პანკისის ხეობიდან კი არ გამოიყვანეს, არამედ გამოაგდეს!

ამის შემდეგ აღშფოთებული ხალხის პირისპირ სპეცრაზმის დაყენება ისე, რომ ჯებირი არ არსებობდა, არაპროფესიონალიზმის დიდი მაჩვენებელი იყო. ამან ხომ მხოლოდ ის გამოიწვია, რაც მოხდა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასევე მიმართა, რომ მის გვარს წყევლად დარჩება სიმღერა - “როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“ და გვარი შეიძლება საშინელი დამღის ქვეშ აღმოჩნდეს,

“მყავს მეგობარი ორჯონიკიძეები. საოცარი ხალხია, მაგრამ სიტყვა ორჯონიკიძე ამ გვარისთვის დიდ ტვირთად იქცა - ღალატის სინონიმად იქცა. არსებობენ ბერბიჭაშვილები, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ დიდმა ბერბიჭაშვილმა გვარი რაღაცა მოქმედების სინონიმად აქცია. არ ვიცი, არიან თუ არა ყორღანაშვილები... “როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“ - ამ ტექსტს საქართველოს მოსახლეობა დაივიწყებს მალე, თუკი თქვენ ქართული პოლიტიკიდან საერთოდ წახვალთ, თუ არა, გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გახარია არ უნდა იმისთვის, რომ მან თავისი კეთილი საქმეებით ეს საშინელი სიმღერა ჩამოირეცხოს და მის გვარს სამუდამო დამღად არ დარჩეს. პირიქით, უნდა ზუსტად იმ გზით ატაროს, რა გზითაც ეს სიმღერა შეიქმნა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს