პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა  20 კაციანი სია წარედგინა

საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია წარედგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მოსამართლეთა სია პარლამენტს განსახილველად საბჭომ დღეს წარუდგინა.

შეგახსენებთ, ფარული კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში ორ ეტაპად ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად დაგროვებული ხმების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია- 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი- 11 ხმით; შოთა გეწაძე - 11 ხმით; მირანდა ერემაძე - 10 ხმით; მამუკა ვასაძე - 10 ხმით; მაია ვაჩაძე - 11ხმით; თამარ ზამბახიძე- 11 ხმით; შალვა თადუმაძე- 10 ხმით; ზაზა თავაძე- 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე-10 ხმით; ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე- 11 ხმით; პაატა სილაგაძე- 10 ხმით; ნუგაზრ სხირტლაძე - 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი- 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე- 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე- 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით - იქნება ნომინირებული პარლამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა