მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე - ტელევიზიის გახსნიდან 6 დღის შემდეგ იქნებოდა,  თუ 14 დღის შემდეგ, 8 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე, მაინც იგივე მესიჯბოქსი იქნებოდა

ტელევიზიის გახსნიდან 6 დღის შემდეგ იქნებოდა, თუ 14 დღის შემდეგ, 8 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე, მაინც იგივე მესიჯბოქსი იქნებოდა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, გარკვეულ კითხვას ხომ არ ტოვებს ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენა მისი ახალი ტელევიზიის გახსნამდე 3 დღით ადრე მოხდა.

მდინარაძის განცხადებით, გვარამიას აქვს საშუალება იმისა, რომ დაიცვას თავი ქართულ სასამართლოში, ქართული მართლმსაჯულების წინაშე. როგორც მან აღნიშნა, "ის არც ერთ გუნდში არ დაიჩაგრება, თუ მისი სიმართლე გამოჩნდება".

"ყველა თემა, რომელსაც იზეპირებენ და მესიჯბოქსებად ისვრიან და შემდეგ აღარავის აღარ უსმენენ, მათ შორის, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, პრემიერ-მინისტერობის კანდიდატსაც - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ჩვეული ხელწერა. როდესაც ოპოზიციაში მყოფი ეს ადამიანები მიკროფონებს უთიშავენ მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმოიდგინეთ, როგორ ვართ გადარჩენილენი, ხვალ რომ დავუშვათ, თეორიულად ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, რას იზამენ. ალბათ, დღევანდელმა დღემაც ნათლად აჩვენა. რაც შეეხება კიდევ ერთ მესიჯს, რომ ბრალი რადგან წარუდგინეს გვარამიას, ეს რაღაცას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც შეიკრიბება მტკიცებულებები, მაშინ წარუდგინეს ვიღაცას ბრალი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს გვარამია იქნება თუ სხვა ადამიანი. ტელევიზიის გახსნიდან 6 დღის შემდეგ იქნებოდა თუ 14 დღის შემდეგ, 8 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე, მაინც იგივე მესიჯბოქსი იქნებოდა. მას საბედნიეროდ აქვს საშუალება, რომ დაიცვას თავი ქართულ სასამართლოში, ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ყველა საშუალება აქვს ამის და იმის გარანტიები აქვს, რომ ის არც ერთ გუნდში არ დაიჩაგრება, თუ მისი სიმართლე სადმე იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა