გია ვოლსკი -  რუსთავი 2“ იყო და ახალი ტელევიზიაც იქნება პარტიული ტელევიზია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია

„რუსთავი 2“ იყო და ახალი ტელევიზიაც იქნება პარტიული ტელევიზია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ის გამოეხმაურა ნიკა გვარამიასთვის „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალის წარდგენას და თავად გვარამიას განცხადებას, რომელიც ბრალის წარდგენას ახალი ტელევიზიის მაუწყებლობის უახლოეს მომავალში დაწყებას უკავშირებს.

„პრინციპში, არც ერთი რეზონანსული საკითხი არ არსებობს, რომ კითხვებს არ იწვევდეს საზოგადოების ნებისმიერ წევრში. ასე რომ, კითხვებს ნამდვილად იწვევს. პირველად გავიგე, რომ საშუალოდ 20 000 დოლარი ჰქონდა შემოსავალი. მე პირადად მისდამი და „რუსთავი 2“-ის შემადგენლობისადმი არანაირი კითხვა არ მაქვს, ვმუშაობდით, კითხვებს ვსვამდით, მაგრამ რეალურად ფაქტია, რომ ეს იყო და ახალი ტელევიზიაც იქნება პარტიული ტელევიზია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია. ჩემში დისკომფორტს ეს არ იწვევს, მაგრამ ფაქტია, ეს მეტყველებს სიტყვის თავისუფლების ხარისხზე. კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც პროკურატურა სვამს. ვიცი, რომ მთავარ პასუხებს გასცემს სასამართლო, მაგრამ მინდა, რომ დღეს ადვოკატისგან ან იმისგან, ვისგანაც პასუხი მოითხოვება, იყოს უფრო მეტი ინფორმაცია და არა იმაზე საუბარი, სისულელეებზე, რომ თითქოს პოლიტიკურად ვიღაცა ვიღაცას დასდევს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ამას რატომ გამორიცხავს, მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებას ასეთი პროფილი და ნება არ აქვს.

„ თუ ადამიანები გარკვეული თანხებით მანიპულირებენ, შეკითხვა პროკურატურას უნდა ჰქონდეს. არ არის არც ტელევიზია და არც პოლიტიკური მოძრაობა რაიმე ისეთი ინდულგენცია, რომ პასუხი არ აგოს, თუ აქვს დიდი თანხების გატაცებაზე ან არასწორ მანიპულაციაზე საუბარი. მაგრამ რაც მთავარია, პოლიტიკოსებს ამაზე არ უნდა ჰქონდეთ პასუხები - კითხვები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ პასუხები ექნება სასამართლოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო