უნგრეთის პრეზიდენტი  ბოდბის მონასტერს ეწვია

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად ბოდბის მონასტერს ეწვია. როგორც „ინტერპერსნიუსს“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, მაღალი დონის სტუმრებს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ბოდბის მონასტერი და მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი. უნგრეთის პრეზიდენტსა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შორის შედგა გულთბილი საუბარი სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა