საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს

საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პროცესში საქართველოს როლსა და პოტენციალს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, საერთაშორისო იურიდიული ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან იურისტები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ -კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი ეძღვნება ჩინეთის “ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი. ფორუმის ფარგლებში ასევე მიმოიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინვესტიციების სამართლებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იურიდიულ პროფესიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს.

ღონისძიება 7 სექტემბერს ღვინის ტურით დასრულდება, რომელზეც უცხოელ სტუმრებს საქართველოს კულტურულ ძეგლებს გააცნობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა