საქართველოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილავს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესსა და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ საკითხებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფილიპ რიკერის შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი 11 სექტემბერს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო