ადა მარშანია - პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები გვექნება ქვეყნის გამთლიანებაზე, ასევე სიღარიბესა და განათლებაზე

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები გვექნება, როგორც ქვეყნის გამთლიანებაზე, ასევე სიღარიბესა და განათლებაზე, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიმართ კითხვები ექნებათ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც.

„პირველ რიგში, ჩვენ ორი ძირითადი თემა გვაინტერესებს. კონკრეტულად მთავრობა სიღარიბესთან ბრძოლას როგორ აპირებს და არა ზოგადი დემაგოგიური ფრაზებით. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ დაიწყოს ამ პრობლემის აღმოფხვრა.მეორე საკითხია ის, რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამაზე იქნება ძირითადად ჩვენი კითხვა. ასევე კითხვა გვექნება განათლების რეფორმასთან მიმართებით", - განაცხადა მარშანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა