ირმა ინაშვილი გიორგი გახარიას - „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ - ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ყველა ნახავს

„ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს,“ - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარლამენტში სხდომაზე მიმართა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთამ“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები - „მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ“ და ა.შ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა