ემზარ კვიციანი გომელაურს - მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით - იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი

მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, - ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მიმართულებით წითელია ანთებული.

„ბატო ვახტანგ, კითხვით გადმოვალ თქვენთან. წეღან, ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს“, - განაცხადა კვიციანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გომელაურმა კვიციანს კითხვით მიმართა, თუ რომელ წელს მოხდა ეს.

„თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქვრა ის წითელი, რატომღაც. იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს“, - განაცხადა კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა