ადა მარშანია გახარიას - ბატონო გიორგი, ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო,  ქარიზმატული პიროვნება ბრძანდებით

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია, 20 ივნისის ღამეს, ხალხისთვის რეზინის ტყვიების სროლის ბრძანებას არ გასცემდა. ამის შესახებ მარშანიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ.

ადა მარშანია გიორგი გახარიას „ძალიან საინტერესო და ქარიზმატულ პიროვნებად აფასებს“.

„ბატონო გიორგი, ჩვენი თვალსაზრისით, თქვენ ძალიან საინტერესო, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ ერთი რამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს და აუცილებლად უნდა გითხრათ. მე პირადად, მწამს და მჯერა, რომ იმ ღამეს, ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია მაინც და მაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს, მითუმეტეს, თვალი ამოთხარეთო. ჩვენ ეს გვწამს. თქვენ ასეთ უგუნურ ბრძანებას არ გასცემდით. ამასობაში, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. ძალიან რთულ დღეში ჩაგაგდეს თქვენ. იმიტომ რომ ამ ფონზე, თქვენი წარდგენა ამ მაღალ პოსტზე, არ გვესმის და უნდა გავარკვიოთ აუცილებლად“, - განაცხადა მარშანიამ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა