გიორგი გახარია - ვიდრე მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა შესაძლებლობას, ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ  ნაადრევია

სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები - ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ჯერ ნაადრევია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე ადა მარშანიას განცხადებას, რომ „პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა“.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ დღეს არსებული ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ.

„ქალბატონ ადას გამოსვლაში, საუბარი იყო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები. რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ და სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები - ჟენევის იქნება თუ აბაშიძე- კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ჯერ ნაადრევია. პირველ რიგში,უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობა ამოვწუროთ მაქსიმალურად და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად.

რაც შეეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ იმისთვის, რომ მათი შედეგები კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი და ეფექტური იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეფექტურ კონტროლს ჩვენ ვერ ვახორციელებთ და უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მჭიდრო კავშირებზე სხვადასხვა მიმართულებით, ესეც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გახარიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, განაცხადა, რომ „პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა“.

მისივე განცხადებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, ქვეყანა სხვა ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის უნდა მოემზადოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს