ირმა ინაშვილი გიორგი გახარიას - არ უნდა გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები, რადგან ადამიანები დაასახიჩრა, დარწმუნებული ვარ, თქვენ  ამას განიცდით

20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება არ იყო, რადგან ამან ადამიანები დაასახიჩრა. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ღრმად განიცდით“, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ფრაქციის ფორმატში მოსმენისას მიმართა.

ამასთან, ინაშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც პარლამენტში შეჭრას გადაწყვეტს, თუმცა დოზირება დაცული უნდა იყოს.

„რეალურად, 20 ივნისის მოვლენებისას, ხალხი დაშალა გაზმა და წყლის ჭავლმა. რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება არ იყო. არ უნდა გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები იმიტომ, რომ ამან დაასახიჩრა ადამიანები და ეს ძალიან მძიმე შედეგია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ განიცდით ამას, ძალიან ღრმად განიცდით, როგორც ადამიანი, მაგრამ ჩვენი განცდები ვერ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ტრაგიკული მოვლენებისას. ასევე, არანაკლებად მნიშვნელოვანი მხარეა, რომ პარლამენტში შეჭრის ნებისმიერი მსურველი უნდა გააჩეროთ. კი ბატონო, აუცილებლად! სახელმწიფომ უნდა გააჩეროს ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ პარლამენტში შეჭრას, მაგრამ აქ მეთოდზეა საუბარი, რა მეთოდს გამოიყენებს სახელმწიფო. დოზირება და ბალანსი ყოველთვის დაცული უნდა იყოს“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო