გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

მათივე ინფორმაციით, ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორები განთავსდა.

„დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N34, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N5, მრევლიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 და გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა -„პე ბე“ და „დოკასპორტი“ განახორციელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო