გიორგი გახარია 20 ივნისზე - გადაუდებელი მოგერიების პირობებში, გაფრთხილებას არც კანონი გვავალდებულებდა და არც ამის საშუალება იყო

„როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გააკეთა მითითებით, რომ გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია,“ - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

გახარიას თქმით, 20 ივნისს აქციის მონაწილეებმა შესაბამისი გაფრთხილება როგორც შს სამინისტროსგან, ასევე თავად მისგან და თბილისის მერისგანაც მიიღეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მტკიცებით, მომიტინგეები გააფრთხილეს წყლის ჭავლის გამოყენების წინაც, თუმცა მისივე თქმით, გადაუდებელი მოგერიების პირობებში, კანონით გაფრთხილების ვალდებულება არ არსებობს.

„პოლიციას არათუ ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, არამედ უბრალოდ არ ჰქონდა სხვა საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან. კანონი პირდაპირ მიგვითითებს, რომ დაცულ ობიექტებზე თავდასხმის პირობებში, პოლიციას შეეძლო ყველა სახის იარაღის გამოყენება.

რა თქმა უნდა, იყო უფლებამოსილების გადამეტების გარკვეული ფაქტები და ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო გაფრთხილების შესახებ: როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს. ასევე, ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს. ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის, მაგალითად წყლის ჭავლის, გამოყენების დროს, რა თქმა უნდა, ასეთი გაფრთხილება იყო, თუმცა გადაუდებელი მოგერიების პირობებში, არც კანონი გვავალდებულებდა და არც ასეთი გაფრთხილების საშუალება იყო. შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა აქტუალური ხდება, ისევე, როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების ან მათი სახეობების ნაწილში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა