გიორგი გახარიას განცხადებით, არც ერთი ნაკლებად ლეტალური, რეზინის ტყვია, შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს

არც ერთი ნაკლებად ლეტალური, თუნდაც ასეთი განმარტებით რეზინის ტყვია, შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობას უსმენენ. როგორც გახარიამ აღნიშნა, 20 ივნისს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა, შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის.

„არც ერთი ნაკლებად ლეტალური, თუნდაც ასეთი განმარტებით, რეზინის ტყვია, შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. როდესაც ვსაუბრობთ ამ ღონისძიებაზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ - მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა, შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის. არსებობდა პირდაპირი მოწოდებები პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ცდილობდნენ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ კონფლიქტი და ა.შ. ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამ ხალხს უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ. პოლიტიკური შეფასების ნაწილი აქ ძალიან მარტივია. ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდებების შემდგომ, რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები ამ აქციის, რომელიც ასეთი სამწუხარო შედეგებით დამთავრდა, ამ აქციაზე არათუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ და საერთოდ, მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო