გიორგი გახარია - პირველი შემთხვევაა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში

„პირველი შემთხვევაა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას.

„ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად. ეს აშკარად ჩანს გადაღებულ კადრებზეც, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე. ამის შემდგომ, ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც იყვნენ სწორედ ამ აქციის ორგანიზატორები, რომელიც დასრულდა ასეთი სამწუხარო შედეგებით, ამ აქციაზე არა თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია. ეს არის ის შეფასება, რაც მე შემიძლია გავაკეთო ამ სამწუხარო ღამესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ასევე მინდა ვთქვა, რომ ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები, უფლებამოსილების გადამეტების სამწუხაროდ დაგვიფიქსირა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ასევე გითხრათ, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა ამასაც გაუძლებს, იმიტომ, რომ სისტემა არის ჯანსაღი და ის რეფორმა, სისტემური განახლების რომელიც ჩვენ დავიწყეთ, დასრულდება. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელმაც დაიცვა ეს შენობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობა, დაიცვას სიმშვიდე, მართლწესრიგი, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ ეს შეძლეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს